აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მივიდ, სადაც ჩინეთის ლიდერს სი ძინპინი შეხვდა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპი ჩინეთის დედაქალაქის ცენტრში ავტომობილით მოვიდა, სადაც სახალხო კრების დიდ სასახლესთან მას სი ძინპინი დახვდა და მიესალმა.
ხელის ჩამორთმევის შემდეგ ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ტრამპმა და სი ძინპინმა წითელ ხალიჩაზე საზეიმო მუსიკის ფონზე გაიარეს.
ჩინეთში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპთან ერთად იმყოფებიან მისი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გუნდის წევრები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.
ოფიციალური პირების გარდა, ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებიც, მათ შორის ჯენსენ ჰუანგი (Nvidia), ტიმ კუკი (Apple), ასევე ილონ მასკი.
CNN-ის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს ლიდერები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ეწვევიან Temple of Heaven-ს და დაესწრებიან სახელმწიფო ბანკეტს.
დღევანდელ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი და სი ძინპინი მწვავე საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ტექნოლოგიებოს, ვაჭრობის, ირანისა და ტაივანის საკითხებს.
მოსალოდნელია, რომ მხარეები ავიაციის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არაერთ ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.