რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული იერიშის შედეგად კიევში 31 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერ პაველ პეტროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„07:30 საათის მდგომარეობით, დაშავებულია 31 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ერთი ადამიანი დაიღუპა“., - განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, კიევის დარნიცის რაიონში მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში შესაძლოა კვლავ ადამიანები იმყოფებოდნენ.
„ამ დროისთვის შედეგების ლიკვიდაცია ობოლონის, დარნიცისა და ჰოლოსიივის რაიონებში გრძელდება“, – განაცხადა პეტროვმა.