ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა.
ფინალში გადავიდა შემდეგი 10 ქვეყანა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
„ბზიკები“ სიმღერით On Replay წარდგა.
კონკურსის მეორე ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართება.