თეირანმა, აშშ-ს სამშვიდობო წინადადებებზე ოფიციალური პასუხი გადასცა.
ამის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს ოფიციალური პასუხი გადასცა ომის დასრულების პირობებთან დაკავშირებით ამერიკულ წინადადებებზე, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი მთლიანად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზეა კონცენტრირებული.
მანამდე ამერიკულმა მედიამ არაოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა და ირანმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში განაახლონ მოლაპარაკებები.