"ჰონდა" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 700 ათასი ავტომობილის გამოწვევას აპირებს.
იაპონიაში კაპილატიზაციის სიდიით მესამე კომპანია „ჰონდა" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 700 ათასი ავტომობილის გამოწვევას აპირებს. აღნიშნულის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება, ამის შესახებ კომპანია "Honda Motor Co"-ს პრეს-მდივანმა ტომოკო უტიდამ განაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, დეფექტი აღმოჩენილ იქნა Freed, Fit და City -ის მოდელებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნიკური გაუმართაობის მიუხედავად აღნიშნული მოდელის ავტომობილებზე შესაბამისი მიზეზებით ავტო-საგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
უკვე ცნობილია, რომ ავტომობილებს გამოიწვევენ მეტწილად აზიის ქვეყნებიდან.: 168 ათას ავტომობილს იაპონიიდან, ხოლო 156 ათას ავტომობილს კი ჩინეთიდან.