აშშ-ის შტატ ტეხასში, ქალაქ კაროლტონში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაშავდა. იუწყება Associated Press.
სამართალდამცველების თქმით, სავარაუდოდ, ინციდენტი ბიზნესურთიერთობას უკავშირდება.
კაროლტონის პოლიციის განცხადებით,ეჭვმიტანილი, 69 წლის მამაკაცი, შენთხვევის ადგილიდან დაახლოებით 4 მილის დაშორებით, სუპერმარკეტში დააკავეს.. დაწყებულია გამოძიება.