საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქალაქ გიუმრიში გვირგვინებით შეამკეს 1988 წლის 7 დეკემბრის სპიტაკის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი.
მოგვიანებით, ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში კონცერტს - “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი”, დაესწრნენ.
ცნობისათვის, გიუმრიში განთავსებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა.
ბაზა ჩამოყალიბდა 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1995 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება მისი განთავსების შესახებ. შეთანხმება მოგვიანებით რამდენჯერმე გაგრძელდა - მათ შორის 2044 წლამდე.
ბაზა მოიცავს დიდ სამხედრო კომპლექსს და აეროდრომსაც.
რუსეთი მას განიხილავს როგორც სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-სტრატეგიულ წერტილს, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილად