რუსებმა უკრაინის პოლტავის ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი დიაკივნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
იერიშის შედეგად სამრეწველო ობიექტი დაზიანდა და 3 480 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში ღამით საჰაერო განგაში იყო. კიევში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.