პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მთავარი საფრთხე არა გარე მტრები, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესებია.
მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე აუცილებელია ერთობლივი მოქმედება.
„ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი გარე მტრები, არამედ ალიანსში მიმდინარე გახლეჩა წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა, ამ კატასტროფული ტენდენციის შესაჩერებლად“, – წერს დონალდ ტუსკი.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, რომ მომდევნო 6–12 თვის განმავლობაში გერმანიადან დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედრო გაიყვანოს.