ალიანსი აშშ-თან აქტიურად თანამშრომლობს, რათა გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილებაზე მეტი დეტალი გაიგოს, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი წერს.
"ჩვენ აშშ-სთან ვთანამშრომლობთ, რათა გერმანიაში მათი სამხედრო ძალების განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები გავიგოთ. ეს ცვლილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვაში ინვესტიციები და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საერთო უსაფრთხოებაზე.
ამ მიმართულებით პროგრესი უკვე ჩანს, მას შემდეგ, რაც ნატო-ს სამიტზე ჰააგაში მოკავშირეები შეთანხმდნენ, თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ.
ჩვენ კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შეკავება და თავდაცვა, მაშინ როცა ევროპა უფრო ძლიერდება და ამასთან ერთად ძლიერდება ნატო-ც", - წერს ელისონ ჰართი.