საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბორჩალოს" ეგიდით თელავის უნივერსიტეტს სამეცნიერო პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელი პროფესორები მადატ ჩობანოვი და მადატ კულიევი ეწვივნენ. ამისშესახბ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც თელავის უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტის მიზანი არაქართულ გარემოში ქართული დიალექტის განვითარების მეცნიერული შესწავლაა.
პროექტი დაფინანსებულია თელავის უნივერსიტეტის მიერ და მოიცავს არა მხოლოდ აზერბაიჯანს (საინგილო), არამედ შემდგომში სამეცნიერო კვლევა განხორციელდება ირანსა (ფერეიდანი) და თურქეთში (ტაო-კლარჯეთი).
"პროექტში მონაწილეობენ ჩვენი უნივერსიტეტის ენათმეცნიერები. ეს გახლავთ დიალექტოლოგიური სამეცნიერო პროექტი. მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს თანადგომისათვის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ვიმუშაოთ საინგილოში", - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან გიგაშვილმა.