ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ ევროპამ თავის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.
როგორც გამოცემა Delfi აღნიშნავს, ბრაჟე მონაწილეობდა ჩრდილოეთ-ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში (NB8).
შეხვედრის მთავარი თემა იყო უკრაინის მხარდაჭერა, ევროპული უსაფრთხოებისა და ნატო-ს შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.
ბრაჟემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ უნდა აიღოს უფრო დმეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ აშშ და მჭიდრო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ევროპული უსაფრთხოების შეუცვლელი საფუძველია.
მისი აზრით, ევროკავშირის ძალისხმევა თავდაცვის სფეროში უნდა ავსებდეს და აძლიერებდეს ნატო-ს შესაძლებლობებს.