უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლების პირობებში ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინის მიმართ კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ მან მედიასთან ონლაინ-საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის კითხვა დაუსვეს, იგეგმება თუ არა შეხვედრა უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან და შეიცვალა თუ არა ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინის მიმართ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ უნგრეთის პოზიცია ჩვენს მიმართ კონსტრუქციული იქნება. ჩვენც მზად ვართ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მეზობლები ვართ და მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ,“ - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის „ნებისმიერ დროს“ შეხვდეს უნგრეთის ახალ ხელისუფლებას.
მისი თქმით, ახალ პრემიერ-მინისტრს ამჟამად შიდა საკითხები აქვს — მთავრობის ფორმირება და ევროკავშირთან დაკავშირებული თემები. ჩვენ მზად ვართ,“ - დაამატა ზელენსკიმ.