დიდი ბრიტანეთი გეგმავს უკრაინას 120 ათასი უპილოტო საფრენი აპარატის გადასცეს, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი მიწოდება იქნება.
როგორც BBC იუწყება, უკრაინისთვის იარაღის მასშტაბური მიწოდების შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა.
პაკეტში შევა:
შორი მოქმედების დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატები;
სადაზვერვო დრონები;
ლოგისტიკური მხარდაჭერის უპილოტოები;
დრონები, რომლებსაც ზღვის გარემოში გამოყენების შესაძლებლობაც ექნებათ.
აღნიშნულია, რომ ამ დრონების დიდი ნაწილი წარმოებული იქნება დიდი ბრიტანეთის კომპანიების მიერ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მოწინავე საბრძოლო ტექნოლოგიების“ მიწოდება უკვე დაწყებულია.
ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში, როდესაც ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული, ვლადიმირ პუტინს სურს, რომ მსოფლიო ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს.
„უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას უდიდესი სიმამაცით და ვერაფერი შეგვიშლის ხელს, რომ მათი მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა ჰილიმ.