აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ცნობარის გამოცემამდე გამოაქვეყნა ინფორმაციას დღეისათვის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიერ არჩეული მეოთხე გამოცდის შესახებ. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, სასწავლებლების ნაწილი აკრედიტაციის მიღების პროცედურას მოგვიანებით დაასრულებს.
აღნიშნული ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებგვერდზე www.naec.geშეუძლიათ.
უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების სრული ჩამონათვალი ჩასაბარებელი გამოცდების, კოეფიციენტების, მისაღები კონტინგენტისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მითითებით გამოქვეყნდება საინფორმაციო ცნობარში, რომელიც დეკემბრის თვეში გამოვა.