დღეს, 16 თებერვალს, 12 საათზე, კონტროლის პალატას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა იანსე ეწვევა. შვედ სტუმარს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი უმასპინძლებს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ბოლო დროს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი შემოწმებიბის შედეგები; კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშემწყობი პროექტი; თანამშრომლობა შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისთან და კონტროლის პალატის სამომავლო გეგმები.