ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად რუსული გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს გადარიცხავს.
ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ, 31 მარტს, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის მოულოდნელი მოგება მიიღო.
ეს აქტივები გაყინულია ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ.
მიუხედავად იმისა, რომ თავად აქტივები გაყინული რჩება, დარჩენილი თანხების პროცენტი რუსეთს არ ეკუთვნის. ევროკომისიის წინადადებით, უკრაინის მხარდასაჭერად მათ გამოყენებაზე შეთანხმდა.
„ეს 1.4 მილიარდი ევრო მიმართული იქნება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო: უკრაინის სახელმწიფოს მხარდასაჭერად, აუცილებელი საზოგადოებრივი სერვისების შესანარჩუნებლად და უკრაინის მამაცი შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ჩვენი ერთგულება უკრაინის გამარჯვებისა და თავისუფლების მიმართ ურყევია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.