2011 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.4 პროცენტით მეტია 2010 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ 5.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.2 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის იანვარში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.4 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.3 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი მოდიოდა.