დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის.
მისი თქმით, ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები კატარში მოქმედებას გააგრძელებენ.
როგორც ჰილიმ კატარში ვიზიტისას აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ირანი თავდასხმებს აფართოებს.
„ბრიტანეთი თქვენ გვერდით დგას და თავის პარტნიორებთან ერთად იდგება. ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ცას ბრიტანეთის საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები იცავენ“, - თქვა ჯონ ჰილიმ.