მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის ბრძანებების შესრულების მზადყოფნა დადასტურდა.
VSquare- ს ცნობით, რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და ბანკების ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების მიზნით, უნგრეთი კრემლთან ფარულად თანამშრომლობდა.
ჟურნალისტების რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სიიარტოს 2024 წლის 30 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში ჩასვლიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ, მას ლავროვმა დაურეკა.
საუბრისას ლავროვმა გაიხსენა, რომ რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს სურდა, რომ მისი და, გულბაჰორ ისმაილოვა, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოეღოთ და სიიარტომ დახმარება აღუთქვა.
„მისმინე, ალიშერის თხოვნით გირეკავ და მან უბრალოდ მთხოვა, შეგახსენო, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებ“, - თქვა შემდეგ ლავროვმა.
რაზეც სსიარტომ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“.
„სლოვაკებთან ერთად ჩვენ ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას, რომ ის სიიდან ამოიღონ. ჩვენ მას მომავალ კვირას წარვადგენთ და რადგან ახალი განხილვის პერიოდი იწყება, ეს საკითხი დღის წესრიგში შევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოიღონ“, - თქვა სიიარტომ.
საუბრის დასრულებამდე, სიიარტომ ილაპარაკა „გაზპრომის“ ახალ ოფისზე, რომელიც მან რუსეთში მოინახულა და დასძინა: „მე ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ“.
როგორც VSquare წერს, ლავროვისა და სიიარტოს საუბრიდან შვიდი თვის შემდეგ, ევროკავშირმა რუსი ოლიგარქის და სანქციების სიიდან ამოიღო.