ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს შეუერთდეს PURL-ის პროგრამას, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მიესალმა ბულგარეთის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს უკრაინის არმიისთვის იარაღის შეძენის პროგრამას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნები გააძლიერებენ დიალოგს თანამშრომლობის შესახებ „მსურველთა კოალიციის“ და ევროკავშირის SAFE-ის გადაიარაღების ინიციატივის ფარგლებში.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ ბულგარეთმა უკრაინას თავდაცვის დახმარების 16 პაკეტი გადასცა.
„მადლობელი ვარ ბულგარეთის მთავრობისა და ბულგარელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის.
ჩვენ ვაფასებთ ბულგარეთის მზაობას, განავითაროს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.