უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინელ კოლეგას ალექსანდრ სტუბს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Х-ზე წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია კოორდინაცია.
„სწორედ ამას ვაკეთებთ ალექსთან ერთად. მე მას ვაცნობე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ბოლო დროს გამართული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შესახებ. ჩვენ უკვე გვაქვს სტრატეგიული შეთანხმებები და ჩვენი წვლილი უსაფრთხოებასა და სტაბილიზაციაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.
უსაფრთხოება უპირველესია და ახლა, როდესაც მსოფლიო ასეთი დესტაბილიზებულია, არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს ფუჭად: საჭიროა ერთობლივი მოქმედება და საერთო შედეგები. ჩვენ სხვა ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციის ფორმატებს ვამზადებთ
რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ფინეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი დრონების ინციდენტი. მე და ალექსი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ერთნაირ შეხედულებას ვიზიარებთ. ჩვენ ყველა საჭირო ინფორმაციას ვაწვდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ გუშინ განაცხადა, რომ კვირას შუადღისას ფინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რადგან უკრაინამ სამიზნეებს რუსეთის ლენინგრადის ოლქში შეუტია, რომელიც ფინეთს ესაზღვრება. ფინეთის საჰაერო ძალებმა მოგვიანებით დაადგინა, რომ ერთ-ერთი დრონი, რომელმაც ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, უკრაინული An-196 ტიპის დრონი იყო.