კატარმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, კატარში ვიზიტის დროს მოეწერა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის „შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ტექნოლოგიურ სფეროებში, ერთობლივი პროექტების განვითარებას, თავდაცვით ინვესტიციებს, რაკეტებისა და უპილოტო საჰაერო სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილებების გაზიარებას“.
28 მარტს ზელენსკიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
ზელენსკი ასევე იმყოფებოდა საუდის არაბეთში.
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნებს ირანული დიზაინით შექმნილი, რუსული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩაჭრის შესახებ ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც უკრაინამ რუსეთთან ოთხწლიანი ომის პირობებში დააგროვა.