ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სპიკერის, ებრაჰიმ რეზაეის განცხადებით, ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა დატოვოს.
მისი თქმით, ხელშეკრულებამ ირანს სარგებელი ვერ მოუტანა.
"ირანის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში წევრობის გაგრძელება აზრს მოკლებულია; ხელშეკრულებამ ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ მოიტანა.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებამ არა მხოლოდ ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ბირთვული ძალების თავდასხმებისგან, არამედ ჩვენი ბირთვული ობიექტები არაერთხელ გახდა სამიზნე, ხოლო საერთაშორისო დოკუმენტები და შეთანხმებები სრულიად უგულებელყოფილია.
ჩვენ არ გვაქვს ბომბის შექმნის განზრახვა და ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, მაგრამ როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ერთადერთი გზა ატომური ბომბია, ეს პროვოკაციული და საშიშია.
შეერთებულმა შტატებმა 60 საერთაშორისო ორგანიზაცია და კონვენცია დატოვა და ახლა, თუ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლა მოგვინდება, ალბათ დასავლეთის მხრიდან სიურპრიზსა და წინააღმდეგობას წავაწყდებით! შევხვდებით! დროა, დავტოვოთ“, - წერს ებრაჰიმ რეზაეი.