საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
საბერძნეთის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ მიგრანტებით სავსე ნავი, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ში განაცხადეს, რომ კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.
გადარჩენილებს შორის ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები არიან.