უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს, 28 მარტს კატარში ჩავიდა.
„ჩავედი კატარში. ნამდვილი უსაფრთხოება პარტნიორობაზეა აგებული და ჩვენ ყველას ვაფასებთ და ღია ვართ ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერისთვის, ვინც მზადაა ამისთვის ერთად იმუშაოს“, - დაწერა მან Telegram-ზე.
როგორც ცნობილია, ზელენსკი მანამდე საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.