ირანის სახელმწიფო მედიასაშუალება Fars News-ის ცნობით, პარასკევს საღამოს ირანში არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა.
ოფიციალურმა პირის განაცხადებით, თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს, მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.
შეტევის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ქალაქ არაკიდან ჩრდილო-დასავლეთით და ხირ-აბადის ინდუსტრიულ ზონაში, რომლებიც ბირთვული ობიექტის მახლობლად მდებარე ტერიტორიებს წარმოადგენენ, ირანელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს .ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სპარსულ ენაზე განცხადება გაავრცელეს X-ზე, რომელშიც მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყამდნენ.
მოგვიანებით, ისრაელის სამხედროებმა პასუხისმგებლობა აიღეს არააქტიურ არაკის რეაქტორზე თავდასხმაზე და აღნიშნეს, რომ ადგილზე „ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ განმეორებითი რეკონსტრუქციის მცდელობები მიმდინარეობდა“.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) მონაცემებით, არაკის მძიმე წყლის რეაქტორი გასული წლის მდგომარეობით ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო.
მისი მშენებლობის გეგმებმა შეშფოთება გამოიწვია ისრაელსა და დასავლეთში, რადგან მძიმე წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას პლუტონიუმის წარმოებისთვის - პოტენციური ბირთვული ბომბის დასამზადებლად.