ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით, 31 მარტს კიევში შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები განიხილავენ ევროკავშირის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რუსეთზე ზეწოლას და ევროპაში მშვიდობის მიღწევისა და გრძელვადიანი სტაბილურობის დაცვის მცდელობებს.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ შეხვედრა კიევში სიმბოლური თარიღის - ბუჩაში რუსული ხოცვა-ჟლეტის მეოთხე წლისთავზე გაიმართება.
„ჩვენ აღვნიშნავთ ბუჩის ხოცვა-ჟლეტის მძიმე წლისთავს და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, რომ რუსი დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ ამ და სხვა დანაშაულებისთვის,“ - განაცხადა სიბიჰამ.