მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიმავალ მატარებლის "ნევსკი ექსპრესის" ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩვეულებრივი, ტროსზე გაბმული ნაღმის პრინციპით ამოქმედდა. ამ ინფორმაციას გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კატასტროფის შედეგად, დაღუპულია 25 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი ექვსი ადამიანი ითვლება. ამას გარდა 90 ადამიანზე მეტი ამჯამად საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მათგან 21 უმძიმემ მდგომარეობაშია.
გაზეთის ინფორმაციით, ბომბი, რომლითაც მატარებელი ააფეთქეს ე.წ. უღრუბლო იყო, მასა კი რომელიც აფეთქდა კომბინირებულიიყო სხვა და სხვა შენაერთებით. ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიეთილენის პაკეტში იყო მოთავსებული და დამარხული იყო მატარებლის მარჯვენა ლიანდაგის ქვეშ. სხვა მონაცემებით, აფეთქება უშუალოდ ამფეთქებელთა მონაწილეობის გარეშე მოხდა _ კერძოდ, ტროსის საშუალებით, რომელიც რელსებზე იყო გაბმული. ვარაუდოდ, ტროსის შეხების შემდეგ დეტონატორს ე.წ. კალცო მოძვრა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
ხოლო, რაც შეეხება შაბათს მომხდარ აფეთქებას, რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსეული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ბასტირკინის თქმით, იგი დამონტაჯებული იყო ელექტროგადაცემის ბოძზე რკინიგზის ლიანდაგიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. აღნიშნული ასაფეთქენელი მოწყობილობა მთლიანად რატომღაც არ აფეთქდა და სწორედ ამან გადაარჩინა საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები, რომლევიც აცხადებენ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი.
შეგახსენებთ, რომ "ნევსკი ექსპრესზე" აფეთქება უკვე ორწლინახევრის განმავლობაში ორჯერ მოხდა, პირველი 2007 წლის 13 აგვისტოს მეორე კი 2009 წლის 27 ნოემბერს.