წყალტუბოში, ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას Megat TV ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. Mega tv-ს წყარო ეუბნება, რომ გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.