27 მარტის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხარკოვის კიევის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
ტერეხოვის ცნობით, მტრის რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
„ცხრასართულიან შენობაში ექვსი ადამიანი დაშავდა - ყველას მწვავე სტრესული რეაქცია აქვს,“ - განაცხადა ტერეხოვმა.