ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის "კოცნა" ყველაზე რომანტიკულ სურათად აღიარეს. ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, სწორედ ამ ნამუშევრს ჰყავდა ყველაზე მეტი დამთვალიერებელი საიტზე ოვერსტოცკAრტ, რომელიც ცნობილი მხატვრების რეპროდუქციით ვაჭრობს.
გუსტავ კლიმტის შემდეგ, დამთვალიერების სიხშირით, მეორე ადგილზე გავიდა რენუარის "ცეკვა ქალაქში", ხოლო მესამე ადგილი პაბლო პიკასოს "საყვარლებს" ერგო.
შეგახსენებთ, გუსტავ კლიმტის ცნობილი "კოცნა" 1907-08 წლებში შეიქმნა და მხატვრის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა. ტილო ვენის გალერეაში ინახება.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ყველაზე მეტად ამ მხატვრის რეპროდუქცია იყიდებოდა.