ირანელი მომლაპარაკებლები შეთანხმების გაფორმებას გვევედრებიან, თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ ჩვენს წინადადებას განიხილავენ, უმჯობესია, საქმეს სერიოზულად მოეკიდონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპმა ირანელ მომლაპარაკებლებს „უცნაურები“ უწოდა.
"ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან განსხვავებულები და „უცნაურები“ არიან. ისინი „გვევედრებიან“ შეთანხმების გაფორმებას, რაც უნდა გაეკეთებინათ, რადგან სამხედრო თვალსაზრისით განადგურდნენ და აღდგენის არანაირი შანსი აქვთ, თუმცა საჯაროდ აცხადებენ, რომ მხოლოდ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“. ცდებიან!!! უმჯობესია, მალე სერიოზულად მოეკიდონ საქმეს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება, რადგან როგორც კი ეს მოხდება, უკან დასახევი გზა აღარ იქნება და არც ისე კარგი იქნება!" – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.