კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც ჩანს, პარალელური სამყარო არსებობს და ამ პარალელურ სამყაროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში. ქართული საზოგადოება და სახელმწიფო განვითარებას გააგრძელებს. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება, რომლის წინააღმდეგაც ასე მიზანმიმართულად იბრძვიან როგორც ნაცკლასტერი, ისე მათი დამქაშები და გარედან მათი პატრონები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისათვის, ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას“.