აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი „დასხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ“.
„ვფიქრობ, ამასთან ახლოს არიან, მაგრამ ამას დიდი ხანია ვამბობ. რვა ომი მოვაგვარე. ყველა ეს ომი ამაზე რთული უნდა ყოფილიყო. ეს ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ზელენსკი და პუტინი „ორი ადამიანია, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ერთმანეთი“.
„სიძულვილი კარგ შეთანხმებებს ხელს არ უწყობს“, - დასძინა ტრამპმა.