ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში ირანთან 26 მარტს მოლაპარაკებების გამართვა სურთ და თეირანისგან პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ Axios წყარიებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ისა და ისრაელის წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა თეირანს ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების 15-პუნქტიანი წინადადება წარუდგინა.
აღნიშნულია, რომ დოკუმენტი მოიცავს იმავე მოთხოვნების უმეტესობას, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ჟენევაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს წამოაყენა.
წყაროების ცნობით, ირანი, მაშინ წინადადებების უმეტესობას დაეთანხმა.
ამასთან, ისრაელი, აშშ-ის მოკავშირე ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში, სკეპტიკურად უყურებს თეირანთან წარმატებული მოლაპარაკებების შესაძლებლობას.
წყაროების ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეშფოთებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც არ შეესაბამება ისრაელის მიზნებს, მოიცავს მნიშვნელოვან დათმობებს და ზღუდავს ქვეყნის ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას.
ამასთან, ზოგიერთი ირანელი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ტრამპი უბრალოდ ცდილობს გლობალური ბაზრების დამშვიდებას და თავისი სამხედრო გეგმებისთვის დროის მოგებას დიპლომატიური პროგრესის ცრუ განცხადებებით.