ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
“პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წერისთვის.
ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში”, - წერს ზურაბიშვილი.