აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფს პოტენციურ მოლაპარაკებების პარტნიორად და შესაძლოა ახალ ლიდერადაც კი განიხილავს, ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ღალიბაფთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მათივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია „რამდენიმე კანდიდატის სტრეს-ტესტირების“ ჩატარებას გეგმავს.
გამოცემის წყაროების ცნობით, კანდიდატთა სიაში არ შედის ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი. Politico-ს წყაროების ცნობით, თეთრი სახლი ირანისთვის „ვენესუელის სცენარს“ განიხილავს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის შიგნით მხარდაჭერით სარგებლობს და ასევე შეერთებული შტატების ერთგულია. ტრამპის ადმინისტრაცია არ მიიჩნევს, რომ ფეჰლევი ირანში რაიმე ლეგიტიმურობას მოიპოვებს.
ამასთან, როგორც Politico წერს, ექსპერტები, ეჭვობენ, რომ ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, თავის მხრივ, შეერთებული შტატების მიმართ ლოიალობას გამოავლენს.
„ღალიბაფი ამბიციური და პრაგმატულია, მაგრამ ამავდროულად ფუნდამენტურად ისლამისტური წესრიგის შენარჩუნების ერთგულია. ეს მას ნაკლებად სავარაუდო კანდიდატად აქცევს, რომელიც ვაშინგტონს რაიმე მნიშვნელოვან დათმობას შესთავაზებს“, - განაცხადა ირანის საკითხეის შესახებ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის უფროსმა ანალიტიკოსმა ალი ვაეზმა.