ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა - ასე აფასებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს.
მისი თქმით, მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს.
"მიუხედავად ელენე ხოშტარიას, მის პიროვნების და პოლიტიკური საქმიანობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა, მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს" - წერს პოლიტიკოსი.