აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ირანი ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში სრულად, საფრთხის გარეშე თუ არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდიდან“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.