ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ იური და ლიდია კორჟავინები სანქციების სიაში 2024 წლის მაისში შეიყვანეს, როგორც შეზღუდვების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის და სანქციებისგან თავის არიდების ქსელების წინააღმდეგ.
მაშინ OFAC-მა მიუთითა, რომ ისინი სიაში რუსეთის ეკონომიკის ტრანსპორტის სექტორში გაწეული სამუშაოსთვის იყვნენ შეყვანილი.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები ასევე მოუხსნა უნგრეთის მოქალაქეს, უზბეკეთის მოქალაქეს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებულ კომპანა Reliable Freight Services FZCO-ს.