ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
„მსოფლიოსთვის ის იყო საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, მსახიობი და ძალის სიმბოლო.
ჩვენთვის ის იყო მოსიყვარულე მამა, ერთგული ქმარი და ბაბუა, წარმოუდგენელი ძმა და ჩვენი ოჯახის ნამდვილი გული“, - ნათქვამია ნორისის ოჯახის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, ნორისი გარდაცვალების წინა დღეს ჰავაიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარასკევს, 20 მარტს, მისმა ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც დაადასტურა, რომ ის იმ დილით გარდაიცვალა.
მსახიობის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „დრაკონის გზა“, „მარტოხელა მგელი მაკკუეიდი“, „დუმილის კოდექსი“. მისი ფილმოგრაფია დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიან ფილმს მოიცავს.