კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინასა და აშშ-ს შორის 21 მარტს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ მოლაპარაკებებში.
პესკომა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა რუსეთი აშშ-სა და უკრაინას შორის მომავალ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
„არა, ეს იქნება ორმხრივი კონტაქტები უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ იმედოვნებს სამმხრივი ფორმატის აღდგენას უახლოეს მომავალში.
„ეს პაუზა [უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში] დროებითია. ვიმედოვნებთ, რომ ეს დროებითია. ვგულისხმობ სამმხრივი ფორმატის გაგრძელებას.
„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - განაცხადა მან.
პესკოვმა დასძინა, რომ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შესაძლო ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით სიცხადე ჯერ კიდევ არ არის.