ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ჰაიფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედროებმა ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰაიფაში ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებში აფეთქებები ირანული ბალისტიკური რაკეტის განეიტრალების შემდეგ ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა გამოიწვია.
მედიის ცნობით, სარაკეტო იერიში კომპანია Bazan-ისნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე მიიტანეს.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი, ელი კოენი აღნიშნავს, რომ თავდასხმის შედეგად „ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მნიშვნელოვანი ზიანი არ არის“.