19 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.75 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1283 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.15 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6196 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.15 თეთრი შეადგინა.