ევროკავშირი სერიოზულს არაფერს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატიური პასპორტების საკითხი ხუმრობაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ფაქტია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა - არ მინდა ვიყო დასავლეთის ნაწილი და მირჩევნია ჩემი ბიზნეს-ინტერესისთვის რუსეთთან დავრჩე. "ქართული ოცნება" ფრთხილად მალავს ევროპული გზის დათმობის საიდუმლო დღის წესრიგს. ესაა მთავარი საკითხი. ვაღიარებთ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ევროკავშირი სერიოზულს არაფერს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით. დიპლომატიური პასპორტების საკითხი ხუმრობაა. ყველას აქვს მეორე პასპორტი. არ ვიცი რა ზომამ უნდა შეუშალოს ხელი ამ ხალხს ჩამოვიდეს მეორე პასპორტებით პარიზში მოდის კვირეულზე, ან შვილების სანახავად ძვირადღირებულ კოლეჯებსა თუ ინსტიტუტებში. ერთი წლის წინ ვიყავი საქართველოში და ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას, რომ ევროკავშირი მზადაა რეალური სანქციები დაუწესდეს დიდი რაოდენობით ადამიანებს, რომ ვერ შემოვიდნენ ევროკავშირში. ასე არ მოხდა. გვეკითხებიან რატომ არ ვთავაზობთ საბჭოს ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს. ევროკომისიასთან მაქვს შეკითხვა: რა ჯანდაბის გამო არ სთავაზობთ საბჭოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე სანქციების დაწესებას? გთხოვთ, არ გვითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ ერთიანები. ვიცი, რომ არ გაქვთ ერთსულოვნება, მაგრამ ამით გაუგზავნით პოლიტიკურ გზავნილს, რომ საქართველო იზოლაციაშია და მისი მფარველი მხოლოდ უნგრეთია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და მოვახდინოთ რეაგირება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ბრიტანეთზე ნაკლები არ ვართ", - განაცხადა ამორიმ.