ნაკლებად მძიმე დანაშაულებებისთვის ბრალდებულებს პატიმრობის ნაცვლად საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა დაეკისრებათ.
საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის მოქნილი მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს კანონებში ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
"ცვლილებებისა და დამატებების შეტანა იგეგმება "სისხლის სამართლის კოდექსსა" და "არასაპატიმრო, სასჯელთაღსრულებათა და პრობაციის" კანონში, რომლის თანახმადაც საქართველოში საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის მოქნილი მექანიზმი დაინერგება. ამ ინიციატივის მიხედვით ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ადამიანები სასჯელს არა სასჯელთაღსრულებით დაწესებულებებში მოიხდიან, არამედ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა დაევალებათ და სწორედ ამით აანაზღაურებენ საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს", - განუცხადა ჟურნალისტებს სასჯელთაღსურლების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მთავრობის დღევანდლი სხდომის დაწყების წინ.