ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ხვდება ამერიკის დელეგაციას, რომელსაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული ხელმძღვანელობს.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ლუკაშენკამ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს სთხოვა, განეხილა არა მხოლოდ რეგიონული საკითხები და უკრაინა, არამედ ახლო აღმოსავლეთში არსებული ომიც.
„დღის წესრიგი, ზოგადად (არ დავმალავთ, წინასწარ განვიხილეთ) განსაზღვრულია... ამიტომ, როგორც ყოველთვის, მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი საკითხი და გამოეხმაურო ნებისმიერ პრობლემას. მაგრამ მე დაჟინებით გთხოვთ, განვიხილოთ რეგიონული საკითხები. და არა მხოლოდ უკრაინის პრობლემები, არამედ გლობალური პრობლემებიც. და არა მხოლოდ ომი ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ჩემი შეხედულებები გლობალურ საკითხებზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თქვენ ჩვენს მეგობრებს ებრძვით. და მე მზად ვარ, ამ თემაზე ღიად ვისაუბრო“, - - განაცხადა ლუკაშენკამ.
თავის მხრივ, ჯონ კოულმა დააზუსტა, საუბარია თუ არა ირანთან ომზე.
„დიახ, ძალიან მინდა, რომ ჩემი მოსაზრება დონალდ ტრამპს გადასცეთ. მე, როგორც ადრე, მიუხედავად გარკვეული შეცდომებისა, რომლებიც, ჩემი აზრით, შეერთებულმა შტატებმა დაუშვა, თქვენი პრეზიდენტის მხარდამჭერი ვარ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ეს ბელარუს-ამერიკის კონტაქტების მორიგი რაუნდია. ლუკაშენკა ჯონ კოულს რამდენჯერმე შეხვდა. წინა შეხვედრა 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართა.