ირანის არმიის მეთაური ამირ ჰატამი ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალი ლარიჯანის მკვლელობისთვის „გადამწყვეტი“ შურისძიებით დაიმუქრა.
„შესაფერის დროსა და ადგილას, კრიმინალურ ამერიკასა და სისხლისმსმელ სიონისტურ რეჟიმს გადამწყვეტი პასუხი გაეცემა“, - აცხადებს ჰატამი.
მისივე თქმით, ალი ლარიჯანისა და სხვა „მოწამეების“ სიკვდილისთვის შურს იძიებენ.
ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის გარდაცვალება დაადასტურა. ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს, მოგვიანებით კი ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა.