აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ირანის სანაპიროზე, ზემძიმე, ღრმად შეღწევადი ბომბებით ირანის გამაგრებულ სარაკეტო პოზიციებზე იერიში მიიტანეს.
როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ირანელებს ფრთოსანი რაკეტები ჰქონდათ განლაგებული, რაც საერთაშორისო ნაოსნობას ხელს უშლიდა.
„რამდენიმე საათის წინ ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5 000-ფუნტიანი ჭურვი, გაანადგურეს ირანული სარაკეტო პოზიციები ჰორმუზის სრუტის ირანული სანაპიროს გასწვრივ. ამ პოზიციაზე განლაგებული ირანული ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდა სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობას“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.